ვიდალმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კატალონიურ გრანდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ფინანსური მხარე არ ხმაურდება, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, 31 წლის გამოცდილი შუახაზელის სანაცვლოდ „ბაიერნმა“ 25 მილიონი ევრო მიიღო.
არტურო ვიდალი მიუნხენურ კლუბში 2015 წლიდან თამაშობდა და 124 მატჩში 22 გოლის გატანა შეძლო. იქამდე ფეხბურთელი ტურინის „იუვენტუსისა“ (2011-2015) და ლევერკუზენის „ბაიერის“ (2007-2011) წევრიც იყო.
აქვე შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ მიმდინარე საზაფხულო ტრანსფერებზე გვარიანად აქტიურობს და არტურო ვიდალამდე არტურ მელოს, კლემან ლენგლესა და მალკომის შეძენა მოახერხა, საპასუხოდ კი ალეიშ ვიდალი და ლუკა დინი გაყიდა, შესაბამისად „სევილიასა“ და „ევერტონში“.