ყაზაიშვილს მართლაც ნაყოფიერი კვირა, უფრო სწორად კი სამი დღის ინტერვალი ჰქონდა: 30 აგვისტოს „დალასთან“ მოგებულ მატჩში (4:3) დუბლი შეასრულა და საგოლე პასი მიითვალა, ხოლო 2 სექტემბერს, „ვანკუვერთან“ (1:2) გაიტანა გოლი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ყაზაიშვილთან ერთად გურამ კაშიაც მოხვდა MLS-ის სიმბოლურ ნაკრებში.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ყაზაიშვილს 27 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.