weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„მივდივარ ციხეში“ - ავთანდილ ხურციძეს ნიუ იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა

22:35 პარასკევი, 07 სექტემბერი 2018

ნიუ იორკის ფედერალურმა სასამართლომ ქართველი მოკრივე, 37 წლის ავთანდილ ხურციძე, რომელსაც რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობა ედებოდა ბრალად, დამნაშავედ ცნო და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლომ განაჩენი დღეს გამოაცხადა. „მივდივარ ციხეში“, - განაცხადა ხურციძემ სასამართლო დარბაზის დატოვებამდე.

ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. დაკავებულ 33 პირს შორის 15 წარმოშობით ქართველი იყო. მათ ამერიკის იუსტიციის სამინისტრო საბჭოთა კრიმინალურ დაჯგუფებად - „შულაია ენტერპრაიზად“ (შულაიას საწარმო) მოიხსენიებდა. ჯგუფის წევრებს გამოძიებამ მძიმე ბრალდებები წაუყენა, მათ შორის - კონტრაბანდა, რეკეტი, არალეგალური აზარტული თამაშები, ფულის გამოძალვა, თაღლითობა, ფინანსური მაქინაციები.

ავთანდილ ხურციძის, მეტსახელად „ჩაქუჩას“, პროფესიულ ასპარეზზე 33 მოგება, 2 ფრე და 2 მარცხი ჰქონდა, გასულ ზაფხულს კი კარიერის უმნიშვნელოვანესი ორთაბრძოლა ელოდა, როდესაც მსოფლიოს კრივის ორგანიზაციის (WBO) ვერსიით ბრიტანელ ბილი ჯო სონდერსს უნდა შეხვედროდა. ბრალის წარდგენის შემდეგ WBO-მ ხურციძეს საშუალო წონაში დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა.

 

ამ თემაზე:

„საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი აღარ ვარ“ - ავთანდილ ხურციძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]