weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

სპორტი

პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრების წევრი ირმა ხეცურიანი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის მორიგი ეტაპის გამარჯვებული გახდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების პირველი ოფიციალური ცერემონია გაიმართა და ნომინაციაში - ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის,  გამარჯვებული ზაზა ფაჩულია გახდა.

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ უკანასკნელი მატჩი თბილისში გამართა და ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი გუნდი „მარკ სტარსი“ პრინციპულ შეხვედრაში 6:2 გაანადგურა, რის შემდეგაც ლიგა 3-ის ე.წ. თეთრ ჯგუფს კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობს.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენა - ევროპირველობაზე რვა ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა და მედლის მოპოვება რვავე მოჭიდავემ შეძლო: 3 ოქროს,…

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა საქართველოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო. გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრის ბედი საეჭვო ვითარებაში დადებულმა თერთმეტმეტრიანმა გადაწყვიტა, რომელიც იტალიელმა არბიტრმა პორტუგალიელთა სასარგებლოდ დანიშნა.

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ლიტვის ქალაქ კაუნასში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოკებმა უნგრელი თანატოლები იოლად დაამარცხეს და ევროპირველობა საქართველოს ჰიმნით დააგვირგვინეს.

ლიტვის ქალაქ კაუნასში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, ევროპის ჩემპიონის ტიტულს ლაშა ბექაური (73 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+70 კგ) დაეუფლნენ. სოფიო სომხიშვილი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში, ევროპირველობის ფინალში ზედიზედ…

ფეხბურთში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ამ დროისთვის პლანეტაზე ჯერ კიდევ საუკეთესოა. იოახიმ ლიოვის საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე გუნდმა „მსოფლიო ჩემპიონატის გენერალურ რეპეტიციად“ წოდებული FIFA-ს კონფედერაციათა თასის…

თელაველმა ძიუდოისტმა მიხეილ ბახბახაშვილმა ლიტვაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა. ბახბახაშვილმა 66 კგ წონით კატეგორიაში 5 შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე გამარჯვებით დაასრულა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]