საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა. შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, გამონაკლისები სპორტის სახეობების სპეციფიკის გათვალისწინებით დაიშვება, რომელიც უკავშირდება კონტაქტური და არაკონტაქტური წვრთნის/ვარჯიშის ფორმას.
ევროპის ძიუდოს კავშირის (EJU) აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის გამო, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი გადაიდო და ახალ თარიღად შემოთავაზებულია 2020 წლის 8-10 ნოემბერი. თარიღი დაზუსტდება პრაღის „02 Arena“-სთან მოლაპარაკების…
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა გენო პეტრიაშვილმა პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით 11-0 დაამარცხა პოლონელი რობერტ ბარანი და კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთის ნაკრები საფრანგეთთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ, D ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ საბერძნეთს შეხვდა და ანგარიშით 10:17 წააგო.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა საფრანგეთის ნაკრები 9:7 დაამარცხა და ევროპირველობის ისტორიაში პირველად გაიმარჯვა ჯგუფური ეტაპის მატჩში.
14 დეკემბერს ჩინეთის მასტერსის ფინალში გამარჯვების შემდეგ, 19 წლის ქართველი სპორტსმენი ლაშა ბექაური მსოფლიო ძიუდოს რეიტინგში 25 ადგილით დაწინაურდა. ახლა ბექაურს 3362 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა.
ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა ბორჯომი და ბაკურიანი ოფიციალურად დაარეგისტრირა როგორც 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქები.
საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ეროვნულ ლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის მეორე მატჩში სკ „რუსთავი“ ფირუზ მარაქველიძის და თორნიკე ძოწენიძის გოლებით 2:1 დაამარცხა და ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა.
20 წლის ქართველმა სპორტსმენმა ლუკა შონიამ საერთაშორისო კიკბოქსინგის ორგანიზაციის - WAKO-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულდა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატი. 65 წელს ზემოთ ქალ მოჭადრაკეთა შორის შესანიშნავად იასპარეზა ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულმა და „საჭადრაკო ოსკარის“ პირველმა მფლობელმა ნონა გაფრინდაშვილმა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11