weather cur horoscope tv
ოქტომბერი 15, 2019

სპორტი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ვაკო გვილია კარიერას ისევ პოლონეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. 25 წლის ნახვერმცველი ზაბჟეს „გურნიკიდან“ ვარშავის „ლეგიაში“ გადავიდა.

დონეცკის „შახტარს“, რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების წევრი დავით ხოჭოლავა ასპარეზობს, ისევ პორტუგალიელი სპეციალისტი, ლუის კასტრო გაწვრთნის, რომელმაც ამ პოზიციაზე „რომაში“ გადასული თანამემამულე პაულო ფონსეკა ჩაანაცვლა.

ამერიკის ღია თასზე „სან ხოსე ერსქვეიკსმა“ შინ კალიფორნიულ დერბიში „საკრამენტო რიპაბლიკი“ დაამარცხა, რაშიც ლომის წილი ვაკო ყაზაიშვილმა დაიდო.

არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლიდერი და კაპიტანი, ლიონელ მესი, რომელიც აპრილში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად დასახელდა, პოპულარულ ჟურნალ Forbes-ის მიხედვით ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ჩრდილოეთ ირლანდიამ, ბელგიამ და იტალიამ ზედიზედ მეოთხე მატჩები მოიგეს, გერმანიამ შინ ესტონეთი არ დაინდო, ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა კი მინი-სენსაცია მოახდინა და საბერძნეთს სტუმრად სძლია.

რაგბიში საქართველო XV-მა სერიის მეორე მატჩში ინგლისის საგრაფოების ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში, ერთი ქულის სხვაობით 24:23 სძლია და 4 დღის წინ განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო.

46 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი პაულო ფონსეკა ამიერიდან „რომას“ დამოძღვრავს. დონეცკის „შახტარის“ აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი რომაულ საფეხბურთო კლუბში ორწლიანი კონტრაქტით იმუშავებს.

საქართველოს ნაკრების მატჩის პარალელურად ევროპის მრავალ ქალაქში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ციკლის შეხვედრები გაიმართა, რომლებშიც ფავორიტმა გუნდებმა იმარჯვეს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დანიასთან სტუმრად დიდი ანგარიშით დამარცხდა. „ჯვაროსნები“ კოპენჰაგენში შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდნენ, რიგ ეპიზოდებში მსაჯის საკამათო მოქმედებებიც ჩანდა, თუმცა ეს ნაკრების სუსტ თამაშს ვერაფრით ამართლებს.

დღეს საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის შეარჩევ ციკლში მე-4 მატჩს გამართავს და სტუმრად კოპენჰაგენში, დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება. წყვილში ფავორიტი ცხადია, მასპინძელი გუნდია, რომელიც ქვეჯგუფის ფავორიტიცაა, ვლადიმირ ვაისის გუნდი კი თავისას…

კვირის პოპულარული

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]