weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აუქციონზე ადოლფ ჰიტლერის ავტობიოგრაფია მისივე ავტოგრაფით იყიდება

14:50 ხუთშაბათი, 15 ივნისი 2017

ინგლისის ქალაქ კლითეროში სილვერვუდსის აუქციონზე ადოლფ ჰიტლერის 1935 წელს გამოცემული ავტობიოგრაფიის, „ჩემი ბრძოლის“ იშვიათი ეგზემპლარი იყიდება, რომელსაც პირველ ყდაზე ნაცისტი ფიურერის ხელმოწერა აქვს. წიგნის საწყისი ღირებულება 1000 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

როგორც ირკვევა, წიგნი წლების განმავლობაში ბრიტანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, პიტერ კადოგანის ოჯახში ინახებოდა. კადოგანმა ადოლფ ჰიტლერთან დაახლოებულ პირს, იუნიტი მიტფორდს სთხოვა, ნაცისტური გერმანიის დიქტატორისთვის ავტოგრაფი ჩამოერთმია. წიგნის გაყიდვა კადოგანის შთამომავლებმა გადაწყვიტეს. Silverwoods-ის აუქციონის სახლის დირექტორმა ჯეიმს თომპსონმა აღნიშნა, რომ ამ წიგნით ხალხს უნდა ახსოვდეს, თუ რას წერდა მონსტრი.

გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის ავტობიოგრაფიული წიგნის გაყიდვებმა იმატა

მესამე რეიხში „ნაცისტურ ბიბლიად“ მიჩნეული „ჩემი ბრძოლა“ (Mein Kampf) ამჟამად აკრძალული ლიტერატურის ნუსხაშია შეტანილი. იგი ადოლფ ჰიტლერის უამრავ ანტისემიტურ, ანტიკომუნისტურ და ანტისლავურ გამონათქვამს შეიცავს. წიგნში ავტორი თავის მოღვაწეობასა და 1900-1924 წლებში ევროპის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიტუაციაზე საუბრობს. „ჩემი ბრძოლა“ პირველად 1925-1926 წლებში გამოიცა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]