weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ანტივაქცინაციის კამპანიის გამო წელს ევროპაში წითელას 37 ადამიანი ემსხვერპლა

12:56 პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018

2018 წლის პირველ ექვს თვეში, ევროპაში ამ ადვილად პრევენცირებადი ვირუსული ინფექციის 41 000 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი უდიდესია 2010 წლის შემდეგ. მიმდინარე წელს დაავადებამ უკვე 37 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამერიკელ ექსპერტთა განცხადებით, იგივე ემუქრება აშშ-საც, თუკი მშობლები ბავშვებს ვაქცინაციას არ ჩაუტარებენ.

იტალიის პედიატრთა საზოგადოების პრეზიდენტის, ალბერტო ვილანის განცხადებით, სიტუაცია ძალიან სერიოზულია, რადგან ადამიანები კვდებიან წითელათი, რაც 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელი იყო.

ეპიდემიის ასეთი სიმკაცრის მიზეზი ვაქცინაციის მაჩვენებლის შემცირებაა. ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, რომ მოსახლეობის 95% აიცრას წითელას, ყბაყურასა და წითურას ვაქცინის ორი დოზით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, ევროპის ზოგიერთ ნაწილში, ვაქცინაციის მაჩვენებელი 70%-ზე დაბალია.

წითელა საშინლად ინფექციურია და პოტენციურად მომაკვდინებელი, განსაკუთრებით პატარა ბავშვებისთვის. მისი ვაქცინა 1963 წელს გამოიგონეს.

 

ამ თემაზე:

წითელათი ავადობის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მე-3 ადგილზეა

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]