weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

რუსეთი მთვარეზე ბაზის აშენებას 2020 წლიდან გეგმავს

11:52 სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018

რუსეთი მთვარეზე კოსმონავტებს 2030-იანი წლების დასაწყისში გაგზავნის, მომავალი ათწლეულიდან კი დედამიწის თანამგზავრზე რუსული ბაზის მშენებლობის დაწყებას გეგმავს. სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ამ ვადების შესახებ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მეოცე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე განაცხადეს.

გეგმის მიხედვით, რუსი კოსმონავტები პირველი ექსპედიციის ფარგლებში მთვარეზე 14 დღე-ღამე დარჩებიან. მანამდე კი თანამგზავრზე უპილოტო მოდულს გაგზავნიან, რომელიც რუსული სამეცნიერო ბაზის მშენებლობის საფუძველი უნდა გახდეს.

რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსი“ აქამდე აცხადებდა, რომ მთვარეზე კოსმონავტებს 2030 წლამდე გაგზავნიდნენ. ფედერალური კოსმოსური პროგრამის მიხედვით, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა, რუსეთი მთვარის სრულმასშტაბიან გამოკვლევას გეგმავს.

ბოლო ორ წელში, პროგრამის განხორციელების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამასთან, რუსულმა კოსმოსურმა პროგრამამ რამდენიმე კრახიც განიხადა. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ოქტომბერში მოხდა, როდესაც Союз 10 ბორტზე ავარიის გამო ორბიტაზე ვერ გავიდა.

 

ამ თემაზე:

იაპონია მთვარეზე ადამიანს გაგზავნის

Nokia და Vodafone მთვარეზე მეოთხე თაობის ინტერნეტს განათავსებენ

ჩინეთმა მთვარის ბნელი მხარის ასათვისებლად უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]