Time-ის 2018 წლის ადამიანთა ჯგუფშია მოკლული არაბი ჟურნალისტი, „ვაშინგტონ პოსტის“ თანამშრომელი ჯამალ ხაშოგი, რომლის მკვლელობაშიც ბრალი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს ედება.
Time-ის რედაქციის განცხადებით, 2018 წელს მთელ მსოფლიოში 52 ჟურნალისტი მოკლეს, ამ საგანგაშო რიცხვმა კი ჟურნალს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგა.
ჯამალ ხაშოგის გარდა, Time-მა გამოარჩია ფილიპინელი ჟურნალისტი მარია რესა, რომელიც თავისი ქვეყნის პრეზიდენტის კრიტიკის გამო იდევნებოდა, Reuters-ის ჟურნალისტები - ვა ლონე და კიავ სო უ, რომლებიც როჰინჯიელი მუსლიმების მასობრივ მკლელობებს იძიებდნენ და შტატ მერილენდის გამოცემა The Capital-ის სტაფი, რომლის ხუთი წევრი შეიარაღებულმა თავდამსმხმელმა ივნისში ოფისზე თავდასხმისას იმსხვერპლა.