weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ვენესუელაში 360 ადამიანი დააკავეს

14:49 პარასკევი, 25 იანვარი 2019

ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ვენესუელაში 21 იანვრიდან განახლებული საპროტესტო გამოსვლების დროს სამართალდამცველებმა 360-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

23 იანვარს ვენესუელაში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. ზოგიერთ რაიონში აქცია უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებაში გადაიზარდა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კი არეულობის შედეგად ქვეყანაში 26 ადამიანი დაიღუპა.

შეგახსენებთ, 23 იანვარს დემონსტრაციაზე ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ხუან გუაიდომ პრეზიდენტი ნიკოლას მადურო არალეგიტიმურად გამოაცხადა და საკუთარი თავი პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაასახელა.

ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით მმართველად პირველად აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღიარა. მას მხარდაჭერა სხვა სახელმწიფოებმაც გამოუცხადეს, მათ შორის - საქართველომ.

 

ამ თემაზე:

„ძმაო მადურო! გამაგრდი, შენთან ვართ!“ – ერდოღანმა მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]