weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დღეიდან მაკედონიის ოფიციალური სახელწოდება „ჩრდილოეთ მაკედონია“ იქნება

15:03 ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2019

დღეიდან მაკედონიას, რომელიც იუგოსლავიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში შედიოდა, ოფიციალური სახელწოდება „ჩრდილოეთ მაკედონია“ (Северна Македониjа) ეწოდა.

შეგახსენებთ, რომ მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებით ხანგრძლივი დავის შემდეგ შეთანხმებას, ამ ქვეყნისა და საბერძნეთის მთავრობებმა 2018 წლის ივნისში მიაღწიეს. საბერძნეთი მოითხოვდა, „მაკედონია“ ოფიციალურად მხოლოდ მის ისტორიულ მხარესა და საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში არსებულ პროვინციას რქმეოდა.

ცნობილია, რომ საბერძნეთი, ევროკავშირი, გაერო და NATO ბალკანეთის ამ სახელმწიფოს აქამდე უწოდებდნენ „იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიას“, ინგლისური აბრევიატურით - FYROM ან FYR Macedonia (Former Yugoslav Republic of Macedonia), რითაც ამ სლავურ ქვეყანას ისტორიულ ბერძნული მაკედონიისგან განასხვავებდნენ. თავის მხრივ აღნიშნულ აბრევიატურას არ ცნობდა მაკედონია.

აღსანიშნავია, რომ მაკედონია საბერძნეთთან მრავალწლიან დავაში აქამდეც წავიდა დათმობაზე, როდესაც იუგოსლავიის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობის მოპოვებისას მიღებული ეროვნული დროშა, რომელზეც ისტორიული მაკედონიური სიმბოლო - ვერგინას მზე, იგივე „მაკედონიური ვარსკვლავი“ იყო გამოსახული, საბრძნეთის კატეგორიული მოთხოვნისა და ერთწლიანი ენერგობლოკადის გამო 1995 წელს შეცვალა.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის (NATO) ელჩებმა 6 თებერვალს ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში მიღების პროტოკოლს მოაწერეს ხელი. ახლა ამ შეთანხმების რატიფიცირება ყველა წევრი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოში უნდა მოხდეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]