weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გერმანიაში გამნაღმველებმა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი ააფეთქეს

13:53 სამშაბათი, 19 თებერვალი 2019

გერმანიის მხარე ბავარიაში გამნაღმველებმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ბომბი ააფეთქეს, რომელიც 250 კილოგრამს იწონიდა. ბომბი ორი ქალაქის, ნიურნბერგისა და ფიურტის საზღვარზე აღმოაჩინეს.

ორივე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ბომბის სიახლოვეს ერთი კილომეტრის რადიუსში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

8000-მდე ევაკუირებული ადგილობრივი მცხოვრებლები სახლებში დაბრუნებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, რაც სპეციალისტები აფეთქების ადგილის შეისწავლიან.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში გერმანიის სხვადასხვა ტერიტორიაზე (ბერლინი, პოტსდამი, ჰანოვერი) მეორე მსოფლიო ომის დროინდელი რამდენიმე ბომბი იპოვეს. აქედან 2017 წელს, ფრანკფურტში ბრიტანული საავიაციო ბომბის პოვნის გამო 60 ათასი ადამიანის გაყვანა გახდა საჭირო, რაც გერმანიაში ომისშემდგომი ისტორიის ყველაზე დიდი ევაკუაცია აღმოჩნდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]