ტელეკომპანია Fox-მა და National Geographic-მა დაასრულეს გამოძიება ტაისონის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ, გადაწყვეტილება კი მიღებულია - ასტროფიზიკოსი მუშაობას აგრძელებს.
გამოძიება 2018 წლის დეკემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაკნელის უნივერსიტეტის პროფესორმა კატალინ ალერსმა და გადაცემაში მისმა ასისტენტმა ეშლი უოტსონმა ნილ დეგრას ტაისონს შეუფერებელ სექსუალურ მოპყრობაში დასდეს ბრალი. გარდა ამისა, არსებობდა ტჩია ამეტ ელ მაატის ბრალდებაც, რომლის მტკიცებითაც, 2014 წელს ის ტაისონმა გააუპატიურა.
ტაისონმა განაცხადა, რომ შემთხვევები მას განსხვავებულად ახსოვს, მაგრამ აცნობიერებს, რომ ქალებს მან შეიძლება, დისკომფორტი შეუქმნა. ასტროფიზიკოსი კატეგორიულად უარყოფს გაუპატიურების ბრალდებას და მიუთითებდა მტკიცებულებათა არარსებობაზე, ასევე აქტიურად იყო ჩართული გამოძიებაში.