weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შეერთებულმა შტატებმა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა

16:58 პარასკევი, 22 მარტი 2019

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელ-სირიის სადავო ტერიტორიაზე, გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა და გადაწყვეტილებას ისრაელის სახელმწიფოსა და რეგიონალური სტაბილურობისთვის სტრატეგიული და უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი უწოდა.

გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარებისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს მადლობას გადაუხადა.

1981 წელს ქნესეთმა მიიღო კანონი, რომელიც გოლანის მაღლობებზე ისრაელის იურისდიქციას ავრცელებს, თუმცა ამ ნაბიჯს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიარება არ მოჰყოლია.

გოლანის მაღლობები სირიის დედაქალაქ დამასკოდან 60 კილომეტრში მდებარეობს და დაახლოებით 1200 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. ისრაელმა მისი უდიდესი ნაწილის ანექსირება სირიისგან 1967 წელს, ე.წ. ექვსდღიანი ომის შემდეგ შეძლო, 1973 წელს კი, იომ-ქიფურის ომისას, მოიგერია სირიის მცდელობა, უკან დაებრუნებინა აღნიშნული ტერიტორია. მოგვიანებით, მხარეები 70 კმ სიგრძის დემილიტარიზებული ზონის შექმნას დათანხმდნენ, რომელსაც პატრულირებას გაეროს სადამკვირვებლო ძალები უწევენ.

შეგახსენებთ, რომ გოლანის მაღლობების სუვერენიტეტამდე, 2017 წელს აშშ-მა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა, რის შემდეგაც თელ-ავივიდან ამერიკის საელჩომ იერუსალიმში გადაინაცვლა. ამერიკის ეს ნაბიჯი პალესტინამ დაგმო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]