როგორც „სირიის დემოკრატიული ძალების“ განცხადებაში აღნიშნული, სირიის ტერიტორია ტერორისტული დაჯგუფებისგან სრულად გათავისუფლდა და „ისლამური სახელმწიფო“ არცერთ დასახლებულ პუნქტს აღარ აკონტროლებს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, სირიაში ჯიჰადისტების მიერ კონტროლირებული ტერიტორიები 100 პროცენტით გათავისუფლებულია.
შეგახსენებთ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებული უკანასკნელი წერტილი სოფელი ბაღუზი იყო.
ტერიტორიების დაკარგვის მიუხედავად, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რეგიონში კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.