weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლონდონში ცათამბჯენი „ტიტა“ დაიდგმება

14:38 ოთხშაბათი, 03 აპრილი 2019

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში გადაწყდა, დაიდგას დავის საგნად ქცეული ცათამბჯენი. ნაგებობა, რომელსაც „ტიტა“ დაარქვეს, ევროპაში სიმაღლით მეორე შენობა იქნება ლონდონშივე არსებულ ცათამბჯენ „შარდის“ შემდეგ.

„ტიტას“ დადგმის გადაწყვეტილება ლონდონის მუნიციპალურმა ადმინისტრაციამ (City of London Corporation) მიიღო, რომლის წევრებმა ხმათა უმრავლესობით (18/7) დაამტკიცეს პროექტი.

305 მ სიმაღლის მქონე ცათამბჯენის დიზაინი კომპანია Foster + Partners-ს ეკუთვნის. წინასწარი გათვლით, შენობა წელიწადში 1.2 მილიონ ვიზიტორს მიიღებს. მასში იქნება დასასვენებელი ტერასა, საგანმანათლებლო ცენტრი, რესტორანი და სხვადასხვა სერვისები.

„ტიტას“ დადგმას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს. მათი აზრით, ცათამბჯენი ისტორიული ლონდონის „დუბაიზაციას“ ახდენს და ქალაქს იერს დაუკარგავს.

 

მსგავსი სტატია: 

მზარდი ლონდონი - National Geographic

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]