ისრაელის მთვარის მისიის მიზანი ფოტოების გადაღება და ექსპერიმენტების ჩატარება იყო. წარმატების შემთხვევაში, ისრაელი ისტორიაში მეოთხე ქვეყანა გახდებოდა (აშშ, სსრკ/რუსეთი, ჩინეთი), რომელიც მთვარეზე ხომალდს დასვამდა.
„ჩვენ ეს ვერ გავაკეთეთ, მაგრამ ვცადეთ მაინც. ვფიქრობ, სადამდეც მივედით და რაც შევძელით, ესეც ნამდვილად საამაყოა“, - განაცხადა ებრაული პროექტის ავტორმა მორის კანმა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა „ბერეშიტი“ რამდენიმე კვირის წინ, ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან კომპანია SpaceX-ის რაკეტით გაუშვა.