weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და ლუი წმინდას ტუნიკა ნოტრ-დამის ხანძარს გადაურჩა

12:21 სამშაბათი, 16 აპრილი 2019

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დაცული ორივე ქრისტიანული რელიკვია - მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და ლუი IX წმინდას ტუნიკა ხანძარს გადაურჩა. ამის შესახებ ნოტრ-დამის რექტორმა პატრიკ ჟაკინმა განაცხადა. ასევე ცნობილია, რომ ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძოდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს.

ცეცხლში გახვეული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი [Photos]

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი XII-XIV საუკუნეებში აშენდა. გოთიკური საკათედრო ტაძარი ეიფელის კოშკთან ერთად პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ნოტრ-დამი კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის.

 

ამ თემაზე:

მილიარდერი ფრანსუა-ანრი პინო ნოტრ-დამის აღდგენისთვის 100 მილიონ ევროს გაიღებს

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]