weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მაკრონის დაპირებით ნოტრ-დამი სრულად 5 წელში აღდგება

13:58 ოთხშაბათი, 17 აპრილი 2019

საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 5 წელიწადში სრულად იქნება აღდგენილი. ემანუელ მაკრონმა მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა და განაცხადა, რომ განახლებული ნოტრ-დამი ბევრად უფრო ლამაზი იქნება.

შეგახსენებთ, რომ პარიზისა და დასავლური კულტურის სიმბოლოდ მიჩნეულ ნოტრ-დამის მასშტაბური ხანძრისას დაიწვა ტაძრის სახურავი და კოშკურა.

ცეცხლში გახვეული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი [Photos]

სტიქიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამომძიებელთა 50-კაციანი ჯგუფი მუშაობს, სამართალდამცველები ცეცხლის განზრახ გაჩენის ვერსიას გამორიცხავენ.

მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და ლუი წმინდას ტუნიკა ნოტრ-დამის ხანძარს გადაურჩა

ფრანგი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად ლონდონში მდებარე ვესტმინსტერის სააბატოში ზარი 50-ჯერ დარეკეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]