weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ლიბიის ხელისუფლებამ მეამბოხე ხალიფა ჰაფთარის დაკავების ბრძანება გასცა

10:45 პარასკევი, 19 აპრილი 2019

ლიბიის ხელისუფლებამ ამბოხებული სამხედრო მაღალჩინოსნი, ხალიფა ჰაფთარის დაკავების განკარგულება გასცა. ჩრდილო აფრიკული ქვეყნის ეროვნული არმიის სარდალს დედაქალაქ ტრიპოლის დასახლებულ პუნქტებზე იერიშების გამო ადანაშაულებენ.

გაეროს მიერ აღიარებული მთავრობის განმარტებით, ავიაიერიშში ხალიფა ჰაფთართან ერთად მის დაქვემდებარებაში მყოფი ექვსი პირიც არის გარეული.

პარალელურად, გაეროს უშიშროების საბჭომ ლიბიის კრიზისთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება კვლავ ვერ მოახერხა: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა დიდი ბრიტანეთის შეთავაზებული რეზოლუცია უარყვე, რუსეთისთვის მიზეზი დაპირისპირების განახლებაში პასუხისმგებლობის ხალიფა ჰაფთარზე დაკისრება იყო, ამერიკის შეერთებულ შტატებს კი რეზოლუციის უარყოფის მიზეზი არ დაუსახელებია.

აღმოსავლეთ ლიბიის ეროვნული არმიის ლიდერმა, ამბოხებულმა ხალიფა ჰაფთარმა ტრიპოლიზე იერიშის დაწყების შესახებ აპრილის დასაწყისში განაცხადა. დედაქალაქში გაეროსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული მთავრობა იმყოფება. სამხედრო ოპერაციას უკვე ასობით ადამიანი შეეწირა, მათგან რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მოქალაქეა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]