ნარუჰიტო იაპონიის რიგით 126-ე იმპერატორია, რომელმაც ტახტი მას შემდეგ დაიკავა, რაც მამამისმა, იმპერატორმა აკიჰიტომ ტახტზე უარი განაცხადა. 85 წლის აკიჰიტომ ამის მიზეზად ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
ნარუჰიტოს ტახტზე ასვლით იაპონიაში ახალი საიმპერატორო ერა – „რეივა“ დაიწყო, რაც „ლამაზ ჰარმონიას“ ნიშნავს. წინა საიმპერატორო ერა „ჰეისეი“ („მშვიდობის მიღწევა“) 1989 წლის იანვრიდან გრძელდებოდა, როდესაც იმპერატორი ჰიროჰიტო გარდაიცვალა და ტახტი მისმა შვილმა, აკიჰიტომ დაიკავა.
ნარუჰიტოს მეუღლე მასაკო ოვადაა. მათ ერთი შვილი ჰყავთ – 18 წლის პრონცესა აიკო. ნარუჰიტოს ძმა, პრინცი ფუმიჰიტო ტახტის შემდეგი მემკვიდრეა.