„მიხეილ სააკაშვილი კიევშია. მე მას დავუბრუნე უკრაინული პასპორტი. მის ჩვენს გუნდში გაწევრიანებაზე ახლა საუბარი არ მიმდინარეობს“, – აღნიშნა ზელენსკიმ „რუსთავი 2“-ის მიერ დასმულ შეკითხვაზე.
უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, იულია მენდელმა კი კომენტარი გააკეთა სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირების საკითხზე.
„ვლადიმირ ზელენსკიმ აღადგინა სამართლიანობა მისთვის მოქალაქეობის მინიჭებით. შემგომი ნაბიჯები სამართალდამცველმა სტრუქტურებმა უნდა გადადგან“, – განაცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა.