weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სააკაშვილის ჩვენს გუნდში გაწევრიანებაზე ამ ეტაპზე საუბარი არ მიმდინარეობს – ზელენსკი

10:46 ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მის გუნდში გაწევრიანებაზე ამ ეტაპზე საუბარი არ მიმდინარეობს.

„მიხეილ სააკაშვილი კიევშია. მე მას დავუბრუნე უკრაინული პასპორტი. მის ჩვენს გუნდში გაწევრიანებაზე ახლა საუბარი არ მიმდინარეობს“, – აღნიშნა ზელენსკიმ „რუსთავი 2“-ის მიერ დასმულ შეკითხვაზე.

უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, იულია მენდელმა კი კომენტარი გააკეთა სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირების საკითხზე.

„ვლადიმირ ზელენსკიმ აღადგინა სამართლიანობა მისთვის მოქალაქეობის მინიჭებით. შემგომი ნაბიჯები სამართალდამცველმა სტრუქტურებმა უნდა გადადგან“, – განაცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]