weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გოლანის მაღლობებზე ახალ დასახლებას „ტრამპის მაღლობები“ უწოდეს

12:21 სამშაბათი, 18 ივნისი 2019

გოლანის მაღლობებზე ახალი დასახლებას აშშ-ის პრეზიდენტის საპატივსაცემოდ „ტრამპის მაღლობები“ უწოდეს. როგორც გახსნის ცერემონიაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, დასახლების გახსნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამსახურებაა, რომელმაც გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა.

დასახლებაში ჯერ არ არის საცხოვრებელი სახლები, თუმცა უკვე დგას ტრაფარეტი ტრამპის სახელით და ისრაელისა და აშშ-ის დროშებით. მთავრობას დასახლების ასაშენებლად თანხა ჯერ არ გამოუყვია.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ოპონენტები დასახლების გახსნას პრემიერ-მინისტრის მხრიდან სექტემბერში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებს უკავშირებენ.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი მარტში აღიარა. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირმა, არაბული სახელმწიფოების ლიგამ, თურქეთმა, სირიამ, ირანმა, რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა დაგმეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]