მორაბიტო, რომელიც კალაბრიული კრიმინალური დაჯგუფება „ნდრანგეტას“ თავია, მონტევიდეოს ციხის სახურავში გაკეთებული ხვრელიდან კვირას, სამ თანამზრახველთან ერთად გაიქცა, რისი თვითმხილველებიც არსებობენ.
იტალიიის შს მინისტრმა მატეო სალვინიმ მომხდარის შესახებ ბრაზი ვერ დამალა და ღიად გამოაცხადა თანამემამულე მაფიოზზე ნადირობა.
„ორი რამი თქმა მსურს: პირველი - მოვითხოვ განმარტება ურუგვაული მხრიდან იმის შესახებ, თუ რანაირად მოახერხა მორაბიტომ გაქცევა და მეორე - მასზე პირდაპირ ნადირობას ვაცხადებთ და ვიპოვით, სადაც არ უნდა იყოს იგი“, - განაცხადა მატეო სავინიმ.
მაფიის ბოსი როკო მორაბიტო 2017 წლიდან იდევნებოდა. მას ბრალად სხვადასხვა სახის დანაშაულებრივი ქმედებები ედება.
მსგავსი სტატია: