weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოვიგეთ სასამართლო და მივდივართ არჩევნებზე – სააკაშვილი

11:43 შაბათი, 29 ივნისი 2019

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის პარტიას - „ახალ ძალთა მოძრაობას“ უკრაინის უმაღლესი რადას არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს. უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სააპელაციო საჩივარი და დაავალა მას, ხელახლა განიხილოს ამ პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია.

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 29 ივნისს მიიღო.

„ჩვენ გავიმარჯვეთ, მოვიგეთ სასამართლო და მივდივართ არჩევნებზე“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

23 ივნისს, უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ახალ ძალთა მოძრაობას“ უარი უთხრა არჩევნებისთვის კანდიდატთა სიის რეგისტრაციაზე. მათი მტკიცებით, პარტიის ყრილობა, სადაც კანდიდატების სია დაამტკიცეს, ხარვეზებით წარიმართა.

სააკაშვილმა ცესკოს ეს გადაწყვეტილება ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს დაუკავშირა და უკანონოდ შეაფასა. ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდა.

რამდენიმე დღის წინ კიევის სასამართლომ გააუქმა უკრაინის ცესკოს ეს გადაწყვეტილება. ამის შემდეგ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზენაეს სასამართლოს მიმართა, რომელმაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საბოლოო ჯამში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინის ცენტრალურმა კომისიამ ხელახლა უნდა განიხილოს „ახალ ძალთა მოძრაობის“ დოკუმენტაცია, რომელსაც პარტია მისი კანდიდატების რეგისტრაციისთვის წარადგენს.

უკრაინის რადას რიგგარეშე არჩევნები 2019 წლის 21 ივლისს გაიმართება. „ახალ ძალთა მოძრაობის“ საარჩევნო სიაში პირველი ნომერი მიხეილ სააკაშვილია, ხოლო მეორე - თავით საყვარელიძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]