weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სკრიპალების საქმის გამო აშშ რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

11:53 შაბათი, 03 აგვისტო 2019

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, სკრიპალების საქმის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აამოქმედებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ახალი სანქციები ძალაში ამ თვის ბოლომდე შევა და მინიმუმ 12 თვე იმოქმედებს.

ახალი სანქციების ფარგლებში ვაშინგტონი არ დათანხმდება საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტების მხრიდან, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რუსეთისთვის ნებისმიერი სახის კრედიტის მიცემას, ფინანსური თუ ტექნიკური დახმარების აღმოჩენას.

სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ახალი სანქციების შედეგად რუსეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო კავშირები მილიარდობით დოლარით შემცირდება.

ამერიკული მხარის განცხადებით, სანქციათა ახალი პაკეტი შესაძლოა გაუქმდეს იმ პირობით, თუ რუსეთი უარს იტყვის ქიმიური იარაღის გამოყენებაზე და დათანხმდება მოწამვლის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდას.

2018 წლის 4 მარტს, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერიში ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. დიდი ბრიტანეთის მტკიცებით, მამა-შვილის მოწამვლასთან რუსეთია დაკავშირებული, რასაც ოფიციალური მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს და ირწმუნება, რომ ბრიტანულ მხარეს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აქვს.

სკრიპალების საქმის გამო სანქციების პირველი ნაწილი ამერიკის შეერთბეულმა შატატებმა შარშან აამოქმედა. ამ სანქციებს რუსეთმა „დრაკონული“ უწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]