weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

CIA-ს აზრით „ვიკილიქსმა“ ამერიკელი მოქალაქეები და სახელმწიფო ინტერესები საფრთხის წინაშე დააყენა

16:26 პარასკევი, 10 მარტი 2017

შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო (CIA) აცხადებს, რომ „ვიკილიქსმა“ ათასობით საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნებით საფრთხის წინაშე დააყენა ამერიკელი მოქალაქეების სიცოცხლე და სახელმწიფო ინტერესები.

„ამერიკის საზოგადოება ძალიან უნდა წუხდეს „ვიკილიქსის“ გამო, რომელიც დოკუმენტების გასაჯაროებით, ყოველ ჯერზე, ზიანს აყენებს სადაზვერვო სტრუქტურების შესაძლებლობას დაიცვას ამერიკელები ტერორისტებისა და სხვა მტრებისაგან“, - განაცხადა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა ჰეთერ ფრიც ჰორნიაკმა.

საერთაშორისო ინტერნეტ-რესურს „ვიკილიქსის“ მიერ 7 მარტს გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ფრანკფურტში მდებარე აშშ-ის საკონსულო სადაზვერვო მოქმედებების ცენტრს წარმოადგენდა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მასშტაბით.

„ვიკილიქსმა“ ცხრა ათასამდე დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლებიც მისი განმარტებით, CIA-ის კიბერდაზვერვის ცენტრისგან მიიღო. ეს დოკუმენტები, სავარაუდოდ, აშშ-ის კიბერდაზვერვის ინსტრუქციების ნაწილია. დოკუმენტების ავთენტურობის დადასტურება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება, თუმცა ექსპერტები, რომლებმაც უკვე დაიწყეს დოკუმენტების შესწავლა, ვარაუდობენ, რომ ისინი ნამდვილია.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]