weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სტამბოლში ქალებმა ჩაცმულობაზე დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს

20:56 კვირა, 30 ივლისი 2017
სტამბოლში ქალებმა ჩაცმულობაზე დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს ფოტო © Reuters

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ასობით ქალმა გააპროტესტა მამაკაცების მხრიდან ძალადობა, რაც გამოიხატება მოთხოვნაში, რომ ქალებმა უფრო კონსერვატიულად ჩაიცვან. "ხელი არ ახლო ჩემს სამოსს" და "ჩემი ჩაცმის სტილი შენი საქმე არ არის" ქალების მარშის მთავარი მოწოდებები იყო.

აქციის მონაწილეებს თან ის ტანსაცმელი ჰქონდათ, რომელთა ჩაცმაც ზოგიერთი მამაკაცისთვის მიუღებელია, მათ შორის შორტები, მაისურები და მოკლე ქვედაბოლოები. "როიტერის" ინფორმაციით, მარშის მონაწილე ქალები აცხადებდნენ, რომ არ დაემორჩილებიან, არ გაჩუმდებიან და არ შეშინდებიან. მათივე თქმით, წინააღმდეგობის გაწევით გამარჯვების მოპოვებას შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ შაბათს გამართულ მარშს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, რომლებსაც ივნისის ბოლოს, სტამბოლში "სიამაყის მსვლელობის" გამართვის უფლება არ მისცეს და დაარბიეს.

სტამბოლი სექსულაური უმცირესობებისა და ქალების მიმართ ტოლერანტულ ქალაქად მიიჩნევა, თუმცა მარშის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ჩაცმის სტილის გამო ქალებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები მატულობს. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტი ივნისში მოხდა, როდესაც ავტობუსში ახალგაზრდა ქალს იმიტომ დაარტყეს, რომ რამადანის თვეში შორტები ეცვა. ძალადობა არც ავტობუსის მძღოლს გაუპროტესტებია.

"როიტერი" აღნიშნავს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის 15-წლიანი მმართველობის პერიოდში, მე-20 საუკუნეში ისლამური თავსაბურავების ტარებაზე დაწესებული შეზღუდვები შერბილდა და ახლა თავსაფარი სულ უფრო მეტ ქალს უკეთია. ქალების მარშზე მოწოდებები თავსაბურავების წინააღმდეგაც გაისმა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]