weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მიხეილ სააკაშვილი ვარშავის შემდეგ სხვა ევროპულ ქალაქებში ჩასვლას გეგმავს

23:08 პარასკევი, 04 აგვისტო 2017

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, პოლონეთში ჩავიდა და გუშინ, ვარშავის აჯანყების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

რუსული ახალი ამბების სააგენტო "რია ნოვოსტი" წერს, რომ პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში არ განმარტავენ თუ რა საბუთის საფუძველზე შეუშვეს მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.

როგორც სააკაშვილმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, პოლონეთის შემდეგ ევროპის სხვა ქვეყნებსაც ეწვევა.

"მე პარტიის ლიდერი ვარ მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკომ მოქალაქეობა ჩამომართვა. უკრანელი ხალხი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ამიტომ უკრაინაში დავბრუნდები. პოროშენკოს არ სურდა აშშ დამეტოვებინა, სადაც მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ შევიტყვე. მაშინვე ვარშავაში ჩამოვედი და გავაგრძელებ შეხვედრების გამართვას სხვა ევროპულ ქალაქებში", - განაცხადა სააკაშვილმა.

მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს მიმართა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა დაწყებულია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვეს. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე 2015 წლიდან აღარ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]