weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებაზე 16 ადამიანი დააკავეს

10:46 პარასკევი, 07 აგვისტო 2020

ლიბანის ხელისუფლებამ ბეირუთის პორტის საწყობში მომხდარი აფეთქების საქმეზე 16 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, სამხედრო სასამართლოში მთავრობის წარმომადგენელმა, მოსამართლე ფადი აკიკიმ განაცხადა, რომ საქმეზე პორტის და საბაჟოს მოხელეები, ასევე საწყობის მუშაობაში ჩართული პირები - საერთო ჯამში 18-ზე მეტი ადამიანი დაკითხეს. გამოძიების ფარგლებში 16 ადამიანი იქნა დაკავებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის პორტის მთავარი მენეჯერიც არის.

უცნობია, რა მუხლით წარედგინათ ბრალი დაკავებულებს.

4 აგვისტოს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა, 4000-ზე მეტი კი დაშავდა. აფეთქების შედეგად დაინგრა სახლები და თითქმის მთლიანად განადგურდა პორტის ინფრასტრუქტურა. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა განაცხადა, აფეთქდა 2700 ტონა ამონიუმის ნიტრატი, რომელიც პორტის საწყობში 6 წლის განმავლობაში უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე ინახებოდა.

 

ამ თემაზე:

ბეირუთის პორტში აფეთქებასთან საქართველოს კავშირი არ აქვს – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

მედია: გემი, რომლითაც ბეირუთში 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი მოხვდა, 2013 წელს ბათუმში იყო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]