weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ჩინური ვაქცინების ავტორიზაციის საკითხს WHO აპრილის ბოლოს განიხილავს

00:10 ოთხშაბათი, 07 აპრილი 2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტები ჩინური ვაქცინების „სინფარმისა“ და „სინოვაქსის“ ავტორიზაციის საკითხს სავარაუდოდ აპრილის ბოლოს განიხილავენ. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ორგანიზაციის პრესსპიკერმა განაცხადა.

„ეს ისე სწრაფად არ მოხდა, როგორც ვიმედოვნებდით, იმიტომ, რომ ჩვენ მეტი მონაცემები გვჭირდება“, – ციტირებს „როიტერი“ მარგარეტ ჰარისის კომენტარს.

ამ საკითხზე პრესსპიკერმა დამატებითი კომენტარი არ გააკეთა და კონფიდენციალურობაზე მიუთითა.  

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა რამდენიმე დღის წინ მიიღო. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, ვაქცინა ავტორიზებულია მკაცრი მარეგულირებლის, უნგრეთის წამლის სააგენტოს მიერ, რაც ჩვენს ქვეყანას მისი გამოყენების შესაძლებლობას აძლებს, თუმცა „სინოფარმით“ აცრა მას შემდეგ დაიწყება რაც ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციას მიღებს.

„დღეის მდგომარეობით, ვაქცინა ავტორიზებულია მკაცრი მარეგულირებლიდან, უნგრეთის წამლის სააგენტოს მიერ, რაც ჩვენი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში სრულად ჯდება და გვაძლევს პასუხისმგებლობის დაზღვევის საშუალებას ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ 3 აპრილს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]