weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჯანმო ჩინურ ვაქცინებზე გადაწყვეტილებას მომდევნო კვირის ბოლომდე მიიღებს

19:55 შაბათი, 01 მაისი 2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების გადაუდებელი გამოყენების სიაში შეტანასთან დაკავშირებით თავის შეფასებას მომდევნო კვირაში გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწემ მარიანჯელა სიმაომ განაცხადა.

„შემდეგი კვირის დასაწყისში, ან შემდეგი კვირის ბოლოს გამოქვეყნდება ამ სამი ვაქცინის საბოლოო შეფასება“, – აღნიშნა მარიანჯელა სიმაომ.

სიმაომ მესამე ვაქცინაში ამერიკული „მოდერნა“ იგულისხმა, რომელიც ჯანმო-მ დღეს უკვე დაამტკიცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების სიაში შეყვანა ვაქცინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების ნიშანია. გარდა ამისა, ეს „კოვაქსის“ პლატფორმას საშუალებას მისცემს შეიძინოს აღნიშნული სამი ვაქცინა და გაანაწილოს ღარიბ ქვეყნებში.

ამ დრომდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაუდებელი გამოყენებისთვის მხოლოდ სამი ვაქცინა დაამტკიცა და სამივე დასავლეთშია დამზადებული, ესენია: „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“ და „ჯონსონი ენდ ჯონსონი“.

ჩინეთში „ინოფარმისა“ და „სინოვაკის“ მილიონობით დოზა უკვე დამზადდა და ექსპორტირებულია ლათინური ამერიკის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში.

3 აპრილს საქართვლოში „სინოფარმის“ 100 000 ათასი დოზა შემოვიდა, 29 აპრილს კი ქვეყანამ ჩინეთისგან ჰუმანიტარული დახმარების სახით 100 000 დოზა „სინოვაკი“ მიიღო. ამ ვაქცინებით აცრის პროცესი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებამდე არ დაიწყება.

საქართველოს ასევე აქვს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რომლითაც მხოლოდ 55 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეები იცრებიან და „ფაიზერი“. ეს უკანასკნელი მოსახლეობაში ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს. ამ დრომდე საქართველომ „ფაიზერის“ მხოლოდ 29 500 დოზა შეიძინა, თუმცა, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ქვეყანაში ამ ვაქცინის კიდევ მილიონამდე დოზა შემოვა.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]