weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მისია დასრულდა

10:57 სამშაბათი, 31 აგვისტო 2021

ავღანეთი ამერიკის შეერთებული შტატების ბოლო სამხედრო მოსამსახურეებმა დატოვეს. ამით ჯარების ევაკუაცია და 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დაწყებული მისია დასრულდა. ქაბულის აეროპორტს ახლა „თალიბანის“ ლიდერები აკონტროლებენ.

„ავღანეთთან ამერიკის მუშაობის ახალი თავი დაიწყო, რომელშიც დიპლომატიით ვიხელმძღვანელებთ. სამხედრო მისია დასრულებულია. ახალი დიპლომატიური მისია დაიწყო“, –  განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

მისივე თქმით, ავღანეთში შეერთებული შტატების დაახლოებით 100 მოქალაქე რჩება, რომელთაც, სურვილის შემთხვევაში, ქვეყნის დატოვებაში დაეხმარებიან.

როგორც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გუშინ, 30 აგვისტოს განაცხადა, ამერიკელმა სამხედროებმა ბოლო 17 დღის განმავლობაში, ქაბულის აეროპორტიდან 120 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს, რომელთა შორის ამერიკის შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მოქალაქეები, მათ შორის ავღანელები, იყვნენ.

თითქმის 20-წლიანი სამხედრო მისიის განმავლობაში, ავღანეთში 2000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, 20 000-ზე მეტი კი დაიჭრა. მისიის პერიოდში, 2011 წელს მოკლული იქნა ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ ლიდერი ოსამა ბინ ლადენი.

ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანაზე შეთანხმება აშშ-სა და ისლამისტურ მოძრაობა „თალიბანს“ შორის 2020 წლის თებერვალში გაფორმდა. ამ პროცესის დასრულებამდე ხელისუფლებაში კვლავ „თალიბები“ დაბრუნდნენ. 

 

ამ თემაზე:

რისი მიცემაც ავღანეთისთვის არ შეგვეძლო, მომავლისთვის ბრძოლის სურვილია – ბაიდენი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]