weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ამერიკელი გენერლის თქმით, ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი სავარაუდოდ ცოცხალია

22:27 პარასკევი, 01 სექტემბერი 2017

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ცოცხალია და სირია-ერაყის საზღვართან იმალება. "ბი ბი სის" ინფორმაციით, ამის შესხებ ამერიკელმა გენერალმა სტივენ თაუნსენდმა განაცხადა.

"არის ნიშნები, რომ ალ-ბაღდადი ცოცხალია. ჩვენ მას ყოველდღე ვეძებთ. როდესაც ვიპოვით, ვფიქრობ, პირველ რიგში მის მოკვლას შევეცდებით. ალბათ, არ ღირს წვალებად, რომ ვცადოთ და დავიჭიროთ", - განაცხადა თაუნსენდმა, რომელიც ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" მებრძოლი კოალციის მეთაურია. 

ივნისში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შესაძლოა ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი სირიაში, ქალაქ რაქაზე განხოციელებული საჰაერო იერიშის დროს დაიღუპა. ეს ცნობები დაადასტურეს ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიაში.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი წლების განმავლობაში ერაყის ქალაქ მოსულში იმყოფებოდა მანამ, სანამ 2016 წლის ოქტომბერში საერთაშორისო კოალიციამ ქალაქის გასათავისუფლებლად ბრძოლა დაიწყო.

ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი საჯაროდ მხოლოდ ერთხელ 2014 წლის მაისში, მოსულის აღებიდან მოკლე დროში გამოჩნდა. მისი ბოლო აუდიო-მიმართვა კი გასული წლის ნოემბერში გავრცელდა.

2010 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ტერორისტების სიაში შეიყვანა. მის ხელში ჩასაგდებად საჭირო ინფორმაციის მიწოდებისთვის 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯილდო დაწესდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]