weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თურქეთი აპირებს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს აშშ-ის და კიდევ 9 ქვეყნის ელჩები

01:23 კვირა, 24 ოქტომბერი 2021

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრს მისცა დავალება, რაც შეიძლება სწრაფად გამოაცხადონ პერსონა ნონ გრატად 10 ელჩი, რომელთაც თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდეს, ოთხი წლის წინ დაკავებული ბიზნესმენი ოსმან ქავალა გაათავისუფლოს.

ერთობლივი განცხადება 18 ოქტომბერს აშშ-ის, კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, ფინეთის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთისა და ახალი ზელანდიის ელჩებმა გაავრცელეს. მათ თურქეთს მოუწოდეს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოთხოვნის შესრულებისა და ქავალას გათავისუფლებისკენ.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ქვეყნების ელჩები თურქეთის სასამართლო სისტემაში ჩარევაში დაადანაშაულა. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ანკარაში გამოიძახეს ელჩები, რომლებმაც „დიპლომატიური პრაქტიკის საწინააღმდეგოდ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ქვეყანაში მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით“. სამინისტრო მიიჩნევს, რომ მიუღებელია ელჩების განცხადება „დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ განხორციელებულ სამართლებრივ პროცესთან დაკავშირებით“, იგი ცდილობს სამართლებრივი პროცესების პოლიტიზირებას და ზეწოლას თურქეთის სასამართლოზე.

„ეს განცხადება ასევე ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობას, დემოკრატიას და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, რომელსაც ელჩები ამტკიცებენ, რომ იცავენ“, – აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულ ელჩებს სავარაუდოდ ქვეყნის დატოვა მოუწევთ.

ოსმან ქავალა 2017 წელს დააკავეს მასობრივი ანტისამთავრობო აქციების დაფინანსებისა და 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

2019 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებს არ აქვთ საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ბიზნესმენი პატიმრობაში რჩებოდეს.

ქავალა აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტებში. ის „ღია საზოგადოების ფონდის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო. აღნიშნული ორგანიზაცია, რომელიც ჯორჯ სოროსის მიერ არის დაფუძნებული, თურქეთში 2018 წელს დახურეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]