weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„საქართველო გამოჯანმრთელდა!“ – სიმონიანი ღარიბაშვილის განცხადებაზე

18:27 პარასკევი, 25 თებერვალი 2022

„მეგობრებო, საქართველო გამოჯანმრთელდა!“ – ასე გამოეხმაურა კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალების, Russia Today-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება. 

მარგარიტა სიმონიანი თავადაც არის სანქცირებულთა სიაში, რომელიც ევროკავშირმა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ მიიღო. ევროკავშირის მიერ სიმონიანი ცნობილია როგორც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ძირის გამომთხრელი ქმედებებისა და პოლიტიკის მხარდამჭერი. 

დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს საქართველო არ შეუერთდება. ღარიბაშვილის თქმით, მისი ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]