„ჩვენ ვეწინააღმდეგებით საომარ მოქმედებებს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახლა ახორციელებს უკრაინის ტერიტორიაზე. მთელი ჩვენი სამუშაო არის ბრძოლა ადამიანის ღირსებისა და სიცოცხლეების გადარჩენისთვის. ომი შეუთავსებელია სიცოცხლესთან, ღირსებასთან და ადამიანურობის ძირითად პრინციპებთან. ომი ჰუმანიტარული კატასტროფაა, რომელიც ამრავლებს ტკივილს და ტანჯვას. მისი შედეგები გააუქმებს ჩვენს გრძელვადიან ძალისხმევას. არაჰუმანურად მივიჩნევთ პოლიტიკური კონფლიქტების მოსაგვარებლად ძალის გამოყენებას და მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ ცეცხლი და დაიწყოთ მოლაპარაკებები“, – ნათქვამია პუტინისადმი მიმართვაში.
ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და დაიწყო „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომლის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“. 25 თებერვალს პუტინმა უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს მოუწოდა, თავიანთ ხელში აიღონ ძალაუფლება, რადგან რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მათთან „შეთანხმება“ უფრო ადვილი იქნება, ვიდრე უკრაინის ხელისუფლებასთან.