weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

კარგი შესაძლებლობაა, სიკვდილით დასჯა აღვადგინოთ – მედვედევი ევროპის საბჭოს სანქციაზე

15:07 შაბათი, 26 თებერვალი 2022

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოდგილე, ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა.

მედვედევის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრიდან აგდებენ, სჯიან და აშინებენ, რუსეთს მაინც არ ეშინია.

„აი, ევროპის საბჭომ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს წევრობა შეუჩერეს. დიდი უსამართლობაა. თუმცა, ცუდი მიზეზი არაა, ბოლოს და ბოლოს კარის მიჯახუნებისა და ამ უაზრობის სამუდამოდ დავიწყებისთვის. თავის დროზეც სისულელე იყო რომ შევედით. ახალგაზრდობით მოგვივიდა. 

გარდა ამისა, ეს კარგი შესაძლებლობაა აღვადგინოთ რიგი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები ქვეყანაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებების აღსაკვეთად. მაგალითად, განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეებისთვის სიკვდილით დასჯა, რაც, უნდა ითქვას, რომ აქტიურად გამოიყენება აშშ-სა და ჩინეთში“,განაცხადა მედვედევმა.

დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ სანქციები გამოიყენება ხდება პოლიტიკური იმპოტენციის გამო, რომელიც რუსეთის კურსის შეცვლის უუნარობამ გამოიწვია. 

გუშინ, 25 თებერვალს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ორგანიზაციაში რუსეთის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას მინისტრთა კომიტეტის და საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში. ამასთან, ფედერაცია რჩება ევროპის საბჭოს წევრად და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მხარედ. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლო გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების განხილვას და მათზე გადაწყვეტილების მიღებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]