„უკრაინისა და მთელი ევროპისთვის ამ ტრაგიკულ დროს, პრეზიდენტი ზელენსკი სანიმუშო ლიდერია. საქართველო უკრაინის გვერდში დგას“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვლიდან მიმდინარეობს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ მიმართა მოსახლეობას და უთხრა, რომ მტერს ღირსეულ პასუხს სცემენ. მისივე თქმით, უკრაინელები იბრძოლებენ იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება ქვეყნის გათავისუფლებისთვის.