weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

EU-ში აიკრძალება Russia Today და Sputnik, რომლებიც „პუტინის ომს ამართლებენ“

23:21 კვირა, 27 თებერვალი 2022

ევროკავშირი თავის ტერიტორიაზე რუსული საინფორმაციო საშუალებებს Russia Today-სა და Sputnik-ს აკრძალავს. ამის შესახებ დღეს ერთობლივ ბრიფინგზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადეს.

„კიდევ ერთი უპრეცედენტო ნაბიჯით, ჩვენ ევროკავშირში ავკრძალავთ კრემლის მედია მანქანას. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Russia Today და Sputnik, ისევე როგორც მათი შვილობილი კომპანიები, ვეღარ შეძლებენ თავიანთი სიცრუის გავრცელებას პუტინის ომის გასამართლებლად და ჩვენს კავშირში განხეთქილების დასათესად“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ავითარებს ინსტრუმენტებს ამ მედია საშუალებების „ტოქსიკური და მავნე დეზინფორმაციის“ აკრძალვის მიზნით.

„დღეს ჩვენ ვდგამთ გადამწყვეტ ნაბიჯს იმისთვის, რომ გადავკეტოთ რუსეთის საინფორმაციო მანიპულირების ონკანი ევროპაში, ევროკავშირში Russia Today-სა და Sputnik-ის მაუწყებლობის აკრძალვით“, – განაცხადა ბორელმა და აღნიშნა, რომ „გველს კისერშივე კლავენ“.

 

ამ თემაზე:

დეპუტატები კრემლის პროპაგანდისტული არხების მაუწყებლობის შეზღუდვას ითხოვენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]