weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის EU-ის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

22:30 სამშაბათი, 01 მარტი 2022

ევროპულმა პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას იმუშაონ უკრაინისთვის წევრობის კანდიდატს სტატუსის მინიჭებისა და ევროკავშირის ერთიან ბაზარზე მისი ინტეგრაციისთვის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.

რეზოლუცია გმობს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთისგან მოითხოვს უკრაინის ტერიტორიიდან ჯარის გაყვანას. დოკუმენტს მხარი 637-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 13 წინააღმდეგი იყო, ხოლო 26-მა თავი შეიკავა.

უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ.

უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი ბრიუსელში გუშინ, 28 თებერვალს გაგზავნა. დღეს, ევროპარლამენტისადმი მიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ

„ახლა ვიბრძვით გადარჩენისთვის და ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია, მაგრამ ვიბრძვით, რომ ვიყოთ ევროპის თანასწორუფლებიანი წევრები. ჩვენთან ერთად ევროკავშირი აუცილებლად გაძლიერდება. თქვენს გარეშე უკრაინა მარტო იქნება. ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი სიძლიერე, რომ ჩვენ, სულ მცირე, ისეთები ვართ, როგორც თქვენ. დაამტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ. დაამტკიცეთ, რომ არ გაგვიშვებთ. დაამტკიცეთ, რომ ჭეშმარიტად ევროპელები ხართ და მაშინ სიცოცხლე სძლევს სიკვდილს, მშვიდობა კი - სიბნელეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]