ამის შესახებ ზელენსკიმ დღეს განაცხადა.
„ჩვენ აღვადგენთ ყველა სახლს, ყველა ქუჩას, ყველა ქალაქს. ვეუბნებით რუსებს: ისწავლეთ სიტყვები რეპარაცია და კონტრიბუცია. თქვენ აანაზღაურებთ ყველაფერს, რაც გააკეთეთ უკრაინის წინააღმდეგ. სრულად. ხოლო დღუპულებს ჩვენ არ დავივიწყებთ.
თქვენ მოხვედით ჩვენი ქალაქების დასანგრევად. ჩვენი ხალხის გასანადგურებლად. ყველაფერის წასართმევად, რაც ჩვენთვის ძვირფასია. უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას უთიშავთ ელექტროენერგიას, წყალს და გათბობას. ადამიანებს საკვებისა და წამლების გარეშე ტოვებთ. თქვენ ესვრით იმ მარშრუტებს, რომლითაც შესაძლებელია ეკავუაცია. არ არსებობს იარაღი, რომელიც არ გამოიყენეთ უკრაინელების წინააღმდეგ.
ახლა გამოდიხართ და თქვენს პროპაგანდისტებს ეუბნებით, რომ უკრაინაში ე.წ. ჰუმანიტარული კოლონების გაგზავნას აპირებთ… დაიმახსოვრეთ, უღმერთოებო, როდესაც მილონებით ადამიანი გწყევლით, თავს ვერაფრით უშველით.
უკრაინელები ყველა იმ რეგიონში, რომელიც ომით გადაიწვა, ყველაფერს, რაც საჭიროა ჩვენგან მიიღებენ. ნამდვილი ჰუმანიტარული დახმარება გზაშია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში, რუსეთის ჯარმა დაახლოებით 9000 ადამიანი დაკარგა, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს თანახმად კი, დაღუპულია 498 და დაჭრილია 1597 რუსი სამხედრო.
გაეროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაიღუპა 2000 მშვიდობიანი მოქალაქე.
ამ თემაზე:
ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაიწყო უკრაინაში ჩადენილ შესაძლო ომის დანაშაულებზე