weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში რადიაციის დონის ცვლილება არ ფიქსირდება“

11:49 პარასკევი, 04 მარტი 2022
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერსონალმა და ქალაქის მოსახლეობამ გზა გადაუკეტა რუსულ ჯარს / 2022 წლის 2 მარტი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერსონალმა და ქალაქის მოსახლეობამ გზა გადაუკეტა რუსულ ჯარს / 2022 წლის 2 მარტი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ უკრაინულ რეგულატორს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძრის შემდეგ რადიაციის დონის ცვლილება არ დაუფიქსირებია. 

სააგენტოს განცხადებით, უკრაინიდან მიიღეს შეტყობინება, რომ ატომური ელექტროსადგური ღამით დაიბომბა, რის შემდეგაც გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი პრემიერ მინისტრ დენის შმიგალს და ქვეყნის ეროვნულ ბირთვულ მარეგულირებელს ესაუბრა.

„უკრაინის მარეგულირებელმა ორგანომ განაცხადა, რომ ადგილზე გაჩენილი ხანძარი არ შეეხო „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან“ აღჭურვილობას და სადგურის თანამშრომლები რისკების შესამცირებლად ზომებს იღებდნენ. მათი თქმით, სადგურზე რადიაციის დონის ცვლილება არ დაფიქსირებულა“, – ნათქვამია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დააკვირდება და უკრაინასთან მჭიდრო კავშირში დარჩება.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც ევროპაში უდიდესია, ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქში შესვლა სცადეს, თუმცა მოსახლეობამ და ელექტოსაგურის თანამშრომლებმა მათ გზა გადაუკეტეს და ამის უფლება არ მისცეს. წუხელ ცნობილი გახდა, რომ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დაიბომბა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი იყო ხუთსართულიან სასწავლო კორპუსში. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. წინასწარი მონაცემებით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]