weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ

13:32 პარასკევი, 04 მარტი 2022

უკრაინის ქალაქ ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებმა დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ინსპექცია და ელექტროსადგურის მმართველი სახელმწიფო კომპანია ენერგოატომი ავრცელებენ.

„თანამშრომლები მუშაობას აგრძელებენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე, ოპერატიული პერსონალი აკონტროლებს ენერგობლოკების მდგომარეობას და უზრუნველჰყოფს მათ ფუნქციონირებას უსაფრთხო მუშაობის მოთხოვნების შესაბამისად. ასევე ტარდება შემოვლა, რათა დადგინდეს, რაიმე ხომ არის დაზიანებული“, – ნათქვამია ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინსპექციის ინფორმაციით, რადიაციული მდგომარეობის ცვლილება არ დაფიქსირებულა და ბირთვული საწვავის გაციება უზრუნველყოფილია.

„ბირთვული საწვავის გაგრილების შესაძლებლობის დაკარგვა გამოიწვევს რადიოაქტიური ნივთიერებების მნიშვნელოვან გამოყოფას გარემოში. ასეთმა მოვლენამ შეიძლება გადააჭარბოს ატომურ ელექტროსადგურებში მომხდარ ყველა წინა ავარიას, ჩერნობილის და ფუკუშიმას ბირთვულ ელექტროსადგურში მომხდარი ავარიების ჩათვლით.

ატომური ელექტროსადგურის 6 ენერგობლოკის გარდა, არის დახარჯული ბირთვული საწვავის საცავიც, რომლის დაბომბვის შედეგად დაზიანება ასევე გამოიწვევს რადიოაქტიური ნივთიერების გამოყოფას“, – აცხადებს ინსპექცია.

„ენერგოატომმა“ კი განაცხადა, რომ ელექტროსადგურის ადმინისტრაციული შენობა და საკონტროლო პუნქტები რუსების მიერ არის ოკუპირებული. კომპანიის ცნობით, არიან დაღუპულები და დაჭრილები, კერძოდ, უკრაინელები, რომლებიც ატომურ ელექტროსადგურს იცავდნენ.

4 მარტს, ღამით, რუსეთმა უკრაინის ქალაქ ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტოსადგური, რომელიც ევროპაში უდიდესია, დაბომბა. შედეგად, ხუთსართულიან სასწავლო კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქში შესვლა სცადეს, თუმცა მოსახლეობამ და ელექტოსაგურის თანამშრომლებმა მათ გზა გადაუკეტეს და ამის უფლება არ მისცეს. წუხელ ცნობილი გახდა, რომ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დაიბომბა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]