„ობოზრივატელი“ აღნიშნავს, რომ ინფორმაცია საკუთარი წყაროებისგან მიიღეს. გარდა ამისა, ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას წევრმა, ალექსანდრ დუბინსკიმაც დაწერა.
„ობოზრივატელის“ ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატი კირეევს 28 თებერვალს, გომელის ოლქში გამართული მოლაპარაკების მონაწილედ არ ასახელებდა და მისი სახელი პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სიაში არ იყო, თუმცა ფოტოს-ვიდეოში მასალაში ის უკრაინის წარმომადგენლების გვერდით ზის.
ალექსანდრ დუბინსკის ინფორმაციით, დენის კირეევი ფინანსისტი იყო. 2010-2014 წლებში ის უკრაინის სახელმწიფო შემნახველ ბანკში (Oschadbank) მუშაობდა და გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. დუბინსკი წერს, რომ კირეევი ძმებ კლიუევებთან იყო დაკავშირებული. ანდრეი კლიუევი უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავდებდა, შემდეგ კი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელი უკრაინის გაქცეული მეოთხე პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის დროს, ხოლო მისი ძმა – სერგეი, 2006-2019 წლებში ოთხი მოწვევის რადას დეპუტატი იყო.
„კირეევი კლიუევების კაცია. როგორ მოხდვა ის უკრაინის დელაგაციის შემადგენლობაში ოკუპანტებთან პირველი მოლაპარაკებების დროს? ძალიან მინდა ეს პრეზიდენტის ოფისთან გავარკვიო“, – წერს რადას დეპუტატი Telegram-ში.
დენის კირეევის მოკვლის შესახებ იონფორმაცია ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ არის.