weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შემოღებას კონფლიქტში ჩართვად განვიხილავთ – პუტინი

18:14 შაბათი, 05 მარტი 2022

რუსეთი შეიარაღებული კონფლიქტის მხარედ განიხილავს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც შეეცდება უკრაინის ტერიტორიის თავზე არასაფრენი ზონა შემოიღოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„დღეს გვესმის, რომ უკრაინის ტერიტორიის ზემოთ არასაფრენი ზონა უნდა გააკეთონ.

ამის გაკეთება შეიძლება მხოლოდ უკრაინის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებიდან. ნებისმიერი მოძრაობა ამ მიმართულებით, ჩვენს მიერ განხილული იქნება როგორც შეიარაღებულ კონფლიქტში იმ ქვეყნის მონაწილეობად, რომლის ტერიტორიიდანაც ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს საფრთხე შეექმნებათ.

ჩვენ იმ წამსვე განვიხილავთ მათ სამხედრო კონფლიქტის მონაწილეებად და მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ორგანიზაციის წევრები არიან ისინი. იმედია, საქმე აქამდე არ მივა“, – განაცხადა პუტინმა დღეს, ქალ პილოტებთან და ბორტგამცილებლებთან შეხვედრაზე.

ამასთან, მან დაწესებული სანქციები რუსეთისთვის ომის გამოცხადებას შეადარა.

„ბევრი რამ, რაც ხდება, რასაც ახლა ვხედავთ და რის წინაშეც ვდგავართ, ნამდვილად არის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება. სხვათა შორის, ეს სანქციები, რომლებიც შემოღებულია, ომის გამოცხადებას ჰგავს. მადლობა ღმერთს, ჯერ აქამდე არ მისულა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენს ე.წ. პარტნიორებს მაინც გააზრებული აქვთ, რა რისკებია და რა ემუქრება ყველას“, – განაცხადა პუტინმა.

უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შემოღებისკენ ნატოს უკრაინა მოუწოდებს. ამასთან დაკავშირებით, გუშინ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა:

„აკრძალული საფრენი ზონის გაკეთების ერთადერთი გზაა ნატოს თვითმფრინავების, მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნა უკრაინის საჰაერო სივრცეში და შემდეგ ამ აკრძალული ზონის დაწესება რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებით. გვესმის სასოწარკვეთა, მაგრამ ჩვენ ასევე გვჯერა, რომ თუ ამას გავაკეთებთ, ჩვენ მივიღებთ იმას, რაც შეიძლება დასრულდეს ევროპაში სრულფასოვანი ომით, რომელიც მოიცავს ბევრ ქვეყანას და გამოიწვევს ბევრად მეტ ადამიანურ ტანჯვას. ამიტომაც ვიღებთ ამ მტკივნეულ გადაწყვეტილებას მძიმე სანქციების დაწესების, მნიშვნელოვანი მხარდაჭერის და მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ, მაგრამ ამავე კონფლიქტში ნატოს ძალების უშუალოდ არ ჩართვაზე, არც მიწაზე და არც მათ საჰაერო სივრცეში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინი აცხადებს, რომ ეს „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა“, რომელიც მიზნას ისახავს უკრაინის „დენაციფიკაციას“ და „დემილიტარიზაციას“. 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]