„ამ ოპერაციაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები – ოფიცრები და კონტრაქტორები. არცერთი წვევამდელი არ არის და ამის გაკეთებას არ ვაპირებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ოპერაციაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მამაკაცები, რომლებმაც თავად გააკეთეს ძალაიან საპასუხისმგებლო არჩევანი ცხოვრებაში – დაიცვან სამშობლო. ამ ამოცანას ისინი ღირსეულად ასრულებენ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ყველაფერი წინასწარ გაწერილი გეგმისა და გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
ამ თემაზე:
რუსეთს თითქმის 10 000 დაღუპული ჯარისკაცი ჰყავს, ესენი 18 - 20 წლის ბიჭები არიან – ზელენსკი
რუსი სენატორი ჯარის დანაკარგებზე: „100-კაციანი ქვედანაყოფიდან მხოლოდ 4 გადარჩა“