weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

გერმანიის გენპროკურორმა უკრაინაში შესაძლო ომის დანაშაულებზე გამოძიება დაიწყო

17:46 სამშაბათი, 08 მარტი 2022
ხარკოვი, უკრაინა, 2022 წლის 24 თებერვალი / ფოტო © Alex Lourie ხარკოვი, უკრაინა, 2022 წლის 24 თებერვალი / ფოტო © Alex Lourie

გერმანიის გენერალურმა პროკურორმა, პიტერ ფრანკმა უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ შესაძლო ომის დანაშაულებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel წერს.

Der Spiegel-ის ინფორმაციით, პროკურორი დაიწყებს მტკიცებულებების მოპოვებას, რათა შემდგომში, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს ცალკეული დამნაშავეების წინააღმდეგ ზომების მიღება.

გერმანიის პროკურატურის გამოძიება მოიცავს გავრცელებულ ცნობებს კასეტური ბომბების გამოყენების, საცხოვრებელი სახლების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, გაზსადენების, ბირთვული ნარჩენების ნაგავსაყრელისა და თბიელექტროსადგურების დაბომბვის შესახებ. გარდა ამისა, გამოძიების ყურადღების ცენტრში იქნება ე.წ. სამიზნეთა სიებზე გავრცელებული ინფორმაცია. ამ ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში დისლოცირებული რუსული და ჩეჩნური ქვედანაყოფების ხელში არსებულ ამ სიებში არიან მაღალი რანგის უკრაინელი პოლიტიკოსები, რომელთა მოკვლაა დაგეგმილი. Der Spiegel-ი წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირაში თქვა, რომ ის ნომერ პირველი სამიზნეა.

საერთაშორისო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ფედერალურ პროკურორს შეუძლია დაიწყოს გამოძიება მთელს მსოფლიოში ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. 

უკრაინის ტერიტორიაზე, საომარი მოქმედებების დროს, რუსეთის მიერ ჩადენილ შესაძლო ომის დანაშაულებზე გამოძიება უკვე დაწყებული აქვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. როგორც მთავარმა გამომძიებელმა, კარიმ ხანმა განაცხადა, არსებობს სარწმუნო საფუძველი იმისა, რომ სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულები ჩადენილი იქნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]